loader

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში

პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით იმართება და მას სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან: ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი; ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქრაძე.

შეხვედრას მხოლოდ ფოტორეპორტიორები გადაიღებენ და განცხადებები შეხვედრის შესახებ მხოლოდ კამერებისთვის გაკეთდება.

იხილეთ:

ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ