loader

თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

შს მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ უდანაშაულოა და უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში.

საპატიმროსთან თამაზაშვილს ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 9 ოქტომბერს დაამტკიცა.

სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.