loader

"ჩემი საქართველო" ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი საქართველო" ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველო" მთავარ პროკურორს შუამდგომლობით მიმართავს და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც "ჩემი საქართველოს" თავმჯდომარე ელისო კილაძემ განაცხადა, შუამდგომლობა უკავშირდება ვალერი გელბახიანის მიმართ უკანონო ბრალდებებს, რომელიც 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

"საქმის მასალები ნათელს ხდის არა მარტო საპროცესო პირთა კომპეტენტურობის დეფიციტს და ააშკარავებს პოლიტიკური მოტივით სამართლებრივი დევნის გარემოებას, არამედ ცალსახად ჩანს ხელისუფლების მოქმედების მიზანი, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი და დაშლილიყო მისი საარჩევნო შტაბი", - აღნიშნა ელისო კილაძემ.

გარდა ამისა, ელისო კილაძემ პასუხი გასცა კითხვას, ვისგან იღებს მის მიერ პერიოდულად გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციებს და "ვისთან არის შეკრული".