loader

"მოქალაქეებმა არ უნდა იგრძნონ, რომ სამინისტრო მინისტრმა მიატოვა" - თეა წულუკიანის შეხვედრა იუსტიციაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოქალაქეებმა არ უნდა იგრძნონ, რომ სამინისტრო მინისტრმა მიატოვა" - თეა წულუკიანის შეხვედრა იუსტიციაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამჟამინდელი მინისტრის მოადგილისგან, თინა ბურჯალიანისგან მოისმენს. წულუკიანის განცხადებით, მას აინტერესებს, თუ როგორ მუშაობს სამინისტრო მას შემდეგ, რაც მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა უწყება მიატოვა.

"მაინტერესებს, ხომ არ ადგება ზიანი ამით მოქალაქეების მომსახურებას. ამავე დროს, ამ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს, რადგან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა კადრების მხრივ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მდგომარეობა სამინისტროში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, აუცილებლად დასვამს შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტები განადგურდა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს, წულუკიანი აცხადებს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.