loader

"საქართველო სააკაშვილი არ არის" - თინა კანდელაკის მეგრულ-ქართული საუბარი რუსულ გადაცემაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო სააკაშვილი არ არის" - თინა კანდელაკის მეგრულ-ქართული საუბარი რუსულ გადაცემაში

თინა კანდელაკი სტუმრად "ვესტის" გადაცემაში იყო. მან ქართულ წარმომავლობასა და კუთხეებზე ისაუბრა. ასევე, რუსეთის და საქართველოს ურთიერთობებზე ილაპარაკა და თავისი აზრი გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

"საქართველო ამდენი წელი მიისწრაფვოდა ნატოსკენ და თანამშრომლობდა ამერიკასთან და ერთ დღეში ადამიანი, რომელმაც სააკაშვილი შეცვალა, განაცხადებს, რომ იცით, ჩვენ ვწყვეტთ ამერიკასთან ურთიერთობას და რუსეთისკენ მივემართებით, ეს მოსალოდნელია. მაგრამ ის, რასაც ივანიშვილი ამბობს და როგორი რეაქციაც აქვს აუდიტორიას, ასეთი, მგონი, დიდი ხანია, არ ყოფილა."

კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილზეც გააკეთა კომენტარი.

"ერთი მხრივ, მიხაილ ნიკალაევიჩი ყველაფერს აკეთებდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაწყვეტილიყო და მეორე მხრივ, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ის ძალიან ბევრ ფულს დებდა საქართველოს პიარისთვის აქ. ბოლო დროს, როდესაც მე საქართველოზე ვსაუბრობდი, სხვა თემა არ იყო, გარდა სააკაშვილისა. ჩვენ, საერთოდ, მის გარდა, სხვა არაფერზე ვლაპარაკობდით, მაგრამ საქართველო სააკაშვილი არ არის და სააკაშვილი მთელი საქართველო".

იხილეთ:

- თინა კანდელაკმა საქართველო რუსეთის სატელიტად მოიხსენია

- რა მისწერა sms-ით მიხეილ სააკაშვილმა თინა კანდელაკს

- რა თქვეს კანდელაკის გადაცემაში საქართველოზე

- ცდუნების იარაღი: თინა კანდელაკი პომადის რეკლამაში