loader

რა რჩევას აძლევს პეტრიაშვილი სააკაშვილის "ძლევამოსილი კურსის" მხარდამჭერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რჩევას აძლევს პეტრიაშვილი სააკაშვილის "ძლევამოსილი კურსის" მხარდამჭერებს

რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრობის კანდიდატმა ალექსი პეტრიაშვილმა ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

"ოთხი წლის ვადით "ქართული ოცნება" დაიწყებს რეალურად საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. მე შემიძლია ვურჩიო ამ სიტყვების ავტორს, რომ ამ ძლევამოსილ კურსში მოგონებების სახით დაიტოვოს ლაზიკის პროექტი და ნახავთ, რეალურად თუ როგორ ამოისუნთქავენ ადამიანები სულ მოკლე  ხანში. საქართველოში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შეიქმნას ათასობით დამატებითი სამუშაო და ეს ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის. ეს ძალიან მალე გამოჩნდება". - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი