loader

წიგნის მაღაზია "ლიტერატში" წყლის ჩასვლის შედეგად, წიგნების თითქმის 95% განადგურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნის მაღაზია "ლიტერატში" წყლის ჩასვლის შედეგად, წიგნების თითქმის 95% განადგურდა

ბესიკის #1-ში მდებარე წიგნის მაღაზია "ლიტერატში" წყალი ჩავიდა და მაღაზიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს მაღაზიის მენეჯერმა ლია ჯანთიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წიგნების მხოლოდ 5%-ის გადარჩენა შეძლეს. წყალმა დააზიანა წიგნები, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი და კომპიუტერული ტექნიკა.

შენობის ის ნაწილი, სადაც წიგნის მაღაზია "ლიტერატის" მფლობელებს ფართი აქვთ დაქირავებული, ეკუთვნის შპს შემოქმედებით ცენტრ "ერისიონს". როგორც"ერისიონის" წარმომადგენელმა ივანე იოსელიანმა განაცხადა, მაღაზიის თავზე განლაგებულია სველი წერტილები, მილი გასკდა, წყალი დაგროვდა და მაღაზიაში ჩავიდა.

შპს შემოქმედებითი ცენტრი "ერისიონი" წიგნის მაღაზიის მფლობელებს ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება.