loader

ქობულეთს ძლიერი ქარბორბალა დაატყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთს ძლიერი ქარბორბალა დაატყდა

ქობულეთს ძლიერი ქარბორბალა დაატყდა.  ქარბორბალამ ქობულეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ქობულეთში სტიქიის ეპიცენტრი აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე იყო, სადაც ქარბორბალამ ხეები მოგლიჯა. ასევე, რამდენიმე სახლს სახურავი ახადა, ჩაამსხვრია შუშები. სახურავების ნამტვრევები მანქანებს დაეცა და დააზიანა.

ქარბორბალას ძლიერი წვიმა მოჰყვა და მოსახლეობას წყალი ბინებში ჩაუვიდა. შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან.