loader

"ევროატლანტიკურ კურსს არ აქვს ალტერნატივა, ვინც არ უნდა იჯდეს ამ სასახლეში" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროატლანტიკურ კურსს არ აქვს ალტერნატივა, ვინც არ უნდა იჯდეს ამ სასახლეში" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.

"ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს, ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა", - ამბობს პრეზიდენტი მიმართვაში, რომელიც ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.