loader

სასიამოვნო იყო ახალი მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ უსაფრთხოების ხარისხი შენარჩუნდება - ეკა ზღულაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიამოვნო იყო ახალი მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ უსაფრთხოების ხარისხი შენარჩუნდება - ეკა ზღულაძე

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძისა და მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა.

ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კმაყოფილია მინისტრთან შეხვედრით და ის, რომ შეხვედრა არა სამინისტროში, არამედ სხვა ადგილას შედგა, მან მიიღო პატივისცემის ჟესტად.

რაც შეეხება შეხვედრის თემებს, მისი თქმით, საუბარი შეეხო სამინისტროს სტრუქტურას, ასევე, ბიუჯეტსა და დეტალურად იქნა განხილული შს სამინისტროს ყველა დეპარტამენტის საქმიანობა.

მისი თქმით, რეორგანიზაციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეული რეორგანიზაცია სამინისტროში განხორციელდეს.