loader

მერია დასუფთავების გადასახადის ორ ვარიანტზე მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერია დასუფთავების გადასახადის ორ ვარიანტზე მუშაობს

თბილისის მერია ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევების საკითხს არ განიხილავს, თუმცა გადასახადის ორ ვარიანტზე მუშაობს. როგორც საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა, მათ კომუნალური გადასახადების კუთხით დედაქალაქელებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესების მიმართულებით სხვა ვარიანტები აქვთ.

მისი აზრით, მეორე ვარიანტი მისთვის ყველაზე ლოგიკური და საინტერესოა. ამასთან, უგულავას თქმით, აღნიშნულ "ოპტიმალურ ვარიანტებზე" მუშაობა თბილისის მერიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" 1000-ლარიანი ვაუჩერის განხორციელების შესაძლებლობა აღარ ეძლევა.

გარდა ამისა, უგულავას თქმით, ნებისმიერი სისტემის არსებობის შემთხვევაში, იგივე შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მომავალ კვირასაც გაგრძელდება, რათა საკრებულოს უახლოეს სხდომამდე ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერება მოხდეს.