loader

"ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო?!" - რა იციან თანაგუნდელებმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო?!" - რა იციან თანაგუნდელებმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე

"ის, რომ ეს იყო მკვლელობა, ამაზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით და ბევრი ფაქტი იყო ამისი... ისინი ამას განიცდიდნენ," - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ საკუთარი თანაგუნდელების შესახებ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში".

ხათუნა ხოფერია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ახალ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც გამოძიებას ხელს შეუწყობს და ახალი ხელისუფლება ძიებას ბოლომდე მიიყვანს. ხოფერიამ ვიცე-პრემიერ გია ბარამიძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბარამიძემ, ალბათ, ბევრი რამ იცის და "ის მაინც იტყვის თავის სათქმელს".