loader

"დედათა კომიტეტის" ცნობით, იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტაციას ანადგურებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედათა კომიტეტის" ცნობით, იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტაციას ანადგურებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი" იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტების განადგურების ფაქტებს აპროტესტებს. როგორც "დედათა კომიტეტის" დამფუძნებელმა, ქეთევან ადამიამ განაცხადა, წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. მისი ახლობლები დღესაც სამინისტროში მუშაობენ, რომელთაგანაც აქვს ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, 24 საათის განმავლობაში იუსტიციის მეოთხე, მერვე და მეცხრე სართულებზე ქაღალდის დასაქუცმაცებელი ელექტრომოწყობილობით ხდება დოკუმენტაციების განადგურება.

კომიტეტის წევრები იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატ არჩილ კბილაშვილს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და დაიწყოს გამოძიება.