loader

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.

ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც "ქართუ ბანკის" მენეჯმენტში მუშაობდა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნება.

ფინანსთა სამინისტრო - ნოდარ ხადური; განათლების სამინისტრო - გიორგი მარგველაშვილი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - დავით დარახველიძე; ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე, რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო დასახელებული. იგი დარჩება ვიცე-პრემიერადაც. გარემოს დაცვის სამინისტრო - ხათუნა გოგოლაძე; ჯანდაცვის სამინისტრო - რადგან თანამდებობაზე უარი თქვა თავდაპირველად წარდგენილმა კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ, მის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს დავით სერგენკო, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები.

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის სხვა კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს დაასახელა.