loader

საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარედ ზაზა გაბუნია წარადგინა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის საკრებულოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ანგარიშგასაწევი ძალაა და ფრაქციის ყველა დეპუტატი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, მზად არის, მომავლშიც ემსახუროს თბილისელების ინტერესებს.

ზაზა გაბუნიამ "ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის" ყოფილ თავმჯდომარეს, ინგა გრიგოლიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამავე პრესკონფერენციაზე გიორგი თარგამაძემ კახა ბროკიშვილი წარადგინა, რომელიც საკრებულოში ინგა გრიგოლიას ადგილმონაცვლე იქნება. ბროკიშვილი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.