loader

"თუ წვიმა იქნება, პარლამენტის შენობაში ვერ შევალთ, იმიტომ, რომ შიგნით წვიმს" - კობა დავითაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ წვიმა იქნება, პარლამენტის შენობაში ვერ შევალთ, იმიტომ, რომ შიგნით წვიმს" - კობა დავითაშვილი

ახალი პარლამენტის პირველი სხდომის ქუთაისში გამართვა ამინდზეა დამოკიდებული - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ 21 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი იქნება, ქუთაისში აშენებულ შენობაში პარლამენტის სხდომა ვერ გაიმართება. თუმცა დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სესია ქუთაისში აუცილებლად ჩატარდება.

გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, გაუმართავია აპარატურა და შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისყრის პროცედურა.