loader

"ქართულ ოცნებასთან" "სახალხო კრების" თანამშრომლობა გაგრძელდება - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართულ ოცნებასთან" "სახალხო კრების" თანამშრომლობა გაგრძელდება - ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებასთან" "სახალხო კრების" თანამშრომლობა გაგრძელდება.

ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის გაფართოებული სხდომის დაწყებამდე გააკეთა. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, სხდომა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად იმართება და სამომავლო გეგმებს და იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებითაც ისინი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ.

"მე წარმატებას ვუსურვებ ახალ მინისტრებს. ძალიან საპასუხისმგებლოა გარდამავალ ეტაპზე მინისტრობა და იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი მათ მიმართ იქნება მაქსიმალურად მომთხოვნი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.