loader

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი წარადგინა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წარადგინა, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს 10-დღიანი ვადა მთავრობის სრული შემადგენლობის წარსადგენად, ახლად არჩეულ პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა პირველ ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.