loader

ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ერთ-ერთ ეზოში ნავთობმა ამოხეთქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ერთ-ერთ ეზოში ნავთობმა ამოხეთქა

17 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა. მომხდარის გამო კაზინეთის ქუჩაზე მცხოვრები მიმოზა ცხომელიძის სახლი და ეზო ნავთობით გაიჟღინთა.

"ღამით ვიგრძენი საშინელი გაზის სუნი. 6 საათის განმავლობაში არავინ გამოჩენილა დასახმარებლად. მთელი ოჯახი დავიტბორეთ. სახლ-კარი, ბაღი სულ ნავთობითაა გაჟღენთილი. მძინარე ბავშვებს ესხმებოდა ნავთობის შხეფები", - აღნიშნა მიმოზა ცხომელიძემ.

ბარცხანის დასახლებაში ბათუმის ნავთობტერმინალის მილების დაზიანების შედეგად გაჟონვის ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა, როგორც ბარცხანაში მცხოვრები პაატა მგელაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტად მილების დაზიანების შედეგად მოსახლეობა ამ შემთხვევის დროს დაზარალდა.

ადგილზე მომუშავე სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.