loader

"თავისუფალი საქართველო" და "სოლიდარობა 2" გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავისუფალი საქართველო" და "სოლიდარობა 2" გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებენ

"თავისუფალი საქართველო" და პროფკავშირების გაერთიანება "სოლიდარობა 2" მხარდაჭერას უცხადებენ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს და მათ მოთხოვნებს სრულად იზიარებენ. როგორც "თავისუფალი საქართველოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, ჭიათურაში მაღაროელებს მონურ პირობებში უწევთ მუშაობა.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაკმაყოფილდეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მაღაროელებს აქვთ. შალამბერიძის განცხადებით, ინვესტორები მაღაროელებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებენ. მისი თქმით, ყველა მაღაროელი უნდა დაკმაყოფილდეს მაღალი ანაზღაურებით, საოჯახო დაზღვევით და ჯანსაღი კვებით.

როგორც "სოლიდარობა 2"-ის თავმჯდომარე ემზარ ბეჟაშვილმა განაცხადა, მაღაროელების მოთხოვნების სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციები გაიმართება თბილისშიც.

ავტორი: ლექსო დუჩიძე