loader

ბათუმში ჭაჭის შადრევანი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ჭაჭის შადრევანი გაიხსნა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი პარკის შესასვლელთან ჭაჭის შადრევანი გაიხსნა. ყოველდღე 19:00 საათზე ახალ პარკში მიმსვლელებს ჭაჭის არაყის უფასოდ დალევის შესაძლებლობა ექნებათ.

კოშკის გახსნას ლევან ვარშალომიძე, ბათუმის ახალი მერი ჯემალ ანანიძე და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ჯემალ ანანიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტი ქართული ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებას შეუწყობს ხელს.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქიქავა განმარტავს, ყოველდღე 10 წუთის განმავლობაში ჭაჭის კოშკიდან სხვადასხვა სახეობის ჭაჭის არაყი გადმოედინება.

25-მეტრიანი კოშკის მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 810 055 ლარი გამოჰყო.

"ტვ 25"-ის ვიდეომასალა