loader

"არტი" ბაჩო ახალაიას ბრძანებით დაწვეს" - ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებული კომპანიები სამართლებრივ დავას იწყებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არტი" ბაჩო ახალაიას ბრძანებით დაწვეს" - ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებული კომპანიები სამართლებრივ დავას იწყებენ

ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული კომპანიები - "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი" ქონების დაბრუნების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ.

როგორც ხალვაშის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პაატა სალიამ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ჩამორთმევის იმედი მათ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გაუჩინა.

მისივე განმარტებით, ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული დავები მას შემდეგ დაიწყება, რაც შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

მისივე განმარტებით, დაგეგმილია საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების, აგრეთვე, მათი კომპანიების წინააღმდეგ კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების დეტალური აღწერით და დასაბუთებით.

"ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანის" დირექტორმა მალხაზ ოსაძემ კი კომპანიის და მასთან ერთად "5 ათასი სამუშაო ადგილის განადგურებაში" ბაჩო ახალაია და დავით კეზერაშვილი დაადანაშაულა.

მისი განმარტებით, "არტის" შენობა ბაჩო ახალაიას უშუალო ბრძანებით დაიწვა. "არტის" დაწვამდე ორი დღით ადრე ბაჩო ახალაიამ მომთხოვა, ქიბარ ხალვაში საქართველოში ჩამოსვლის აუცილებლობაში დამერწმუნებინა, თორემ საკუთარ ძალას მაჩვენებდა. მე ამაზე უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ორ დღეში "არტი" დაიწვა", - განაცხადა ოსაძემ და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა დამნაშავე პირებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ.