loader

"ამპელ ჰოსპიტლის" ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამპელ ჰოსპიტლის" ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ამპელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის" ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც კლინიკის ექიმმა ნოე ლეჟავამ განაცხადა, ისინი კლინიკის სიახლოვეს გზის გადათხრასა და იქ გაურკვეველი მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მედიკოსების თქმით, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კლინიკისკენ მიმავალი გზის ნაწილი ჩაიკეტება, რაც საავადმყოფოში პაციენტების მისვლას ხელს შეუშლის.

ექიმებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ. ჯანაშია ეჭვობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები კლინიკაში მისვლას ვერ მოახერხებენ, საავადმყოფო გაკოტრდება და გაიყიდება.

მისივე თქმით, პრივატიზაციის შემდეგ სამკურნალო დაწესებულების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. კლინიკა დატოვეს წამყვანმა სპეციალისტებმა. ჯანაშიას განცხადებით, შემცირდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი და მკვეთრად იკლო პაციენტების რაოდენობამ. მედიცინის პროფკავშირი პრივატიზაციის პირობების გადახედვასა და კლინიკის თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვს.

მოგვიანებით საპროტესტო აქციაზე ექიმებთან კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ქაცარავა მივიდა, რომელმაც ჯონი ჯანაშია პოპულიზმში დაადანაშაულა და ექიმებს შეახსენა, რომ გაფიცვა არ შეიძლება. ქაცარავას თქმით, გზის გადათხრასთან დაკავშირებული საკითხი შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობით უნდა გაირკვეს.