loader

მაშველმა თვითმკვლელი იხსნა, რომელიც ფანჯრიდან გადახტომას შვილთან ერთად ცდილობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველმა თვითმკვლელი იხსნა, რომელიც ფანჯრიდან გადახტომას შვილთან ერთად ცდილობდა

ინციდენტი ცინხუანის პროვინციაში, ქალაქ სინინში მოხდა. მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ ახალგაზრდა ჩინელმა მამაკაცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა ფანჯარასთან ის მარტო არ მისულა - მამაკაცს ხელში თავისი 2 წლის შვილი ეჭირა.

მანამ, სანამ მამაკაცი შვილით ხელში ფანჯრის რაფაზე იჯდა და გადახტომისთვის ემზადებოდა, სამაშველო ოპერაციაც დაიწყო. ერთ-ერთი მაშველი მოულოდნელად ზედა ფანჯრიდან ჩახტა და ორივე ფეხით მამაკაცს გულმკერდში ძლიერად დაარტყა. მოულოდნელი დარტყმისგან მამაკაცი და ბავშვი ოთახში გადაცვივდნენ.

იხილეთ:

- უცნობი ქალის კოცნამ მოზარდი თვითმკვლელობას გადაარჩინა

- თვითმკვლელი მამაკაცი სიკვდილისგან მაშველმა იხსნა