loader

გლდანში, წყალსადენის მილის დაზიანების გამო, რამდენიმე სახლი დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში, წყალსადენის მილის დაზიანების გამო, რამდენიმე სახლი დაიტბორა

გლდანის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე წყალსადენის მილი დაზიანდა, რამაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დატბორვა და მანქანების დაზიანება გამოიწვია.

წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლების ფანჯრები შეანგრია და მოსახლეობას მატერიალური ზარალი მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანია "თბილისის წყლისა" და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სარდაფებში ჩამდგარი წყალი უკვე ამოტუმბულია.