loader

მინდა გისურვოთ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა ხალხის საკეთილდღეოდ - მიხელ სააკაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინდა გისურვოთ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა ხალხის საკეთილდღეოდ - მიხელ სააკაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე

"პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს და ასევე გთავაზობთ, პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე შეკრებილ დეპუტატებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა ტაშით შეაწყვეტინეს.

სიტყვის დასასრულს კი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა სხდომაზე დამსწრეებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესა და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

საქართველოს პრეზიდენტმა წარმატება დავით უსუფაშვილსაც მიულოცა და ახალი მოწვევის პარლამენტს "ხალხის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა" უსურვა.


იხილეთ: ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს - მიხეილ სააკაშვილი

დაიმასხოვრეთ, რომ ჩვენ ვართ ჯადოქრები და ბევრი სასწაული მოხდება კიდევ - მიხეილ სააკაშვილი