loader

დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს

პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა წაიკითხა: "მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში".

ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს "ვფიცავ" და ხელი მოაწერეს ამ ტექსტს, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

რეპორტაჟს ქუტაისიდან ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.