loader

დავით უსუფაშვილმა ჩემი სახელი ისეთი სახელების გვერდით ახსენა, თავი შეიძლება წარმოიდგინო კედელზე დასაკიდებლად გამზადებულ სურათად - დავით ბაქრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილმა ჩემი სახელი ისეთი სახელების გვერდით ახსენა, თავი შეიძლება წარმოიდგინო კედელზე დასაკიდებლად გამზადებულ სურათად - დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობა არც ერთ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, გარდა უმცირესობის კვოტით დასახელებული ვიცე-სპიკერის დამტკიცებისა , - ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უმცირესობა ალტერნატიული კანდიდატების დასახელებას არ აპირებს, რადგან ქვეყანას მთავრობა და პარლამენტი დროულად სჭირდება. მისი თქმით, უმცირესობა მხარს დაუჭერს ყველა წარმოდგენილი კანდიდატურის სწრაფად დამტკიცებას.

მან ყველას მიულოცა პარლამენტის წევრობა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და მზადყოფნა გამოთქვა, უმრავლესობასთან მუშაობისთვის. "დავით უსუფაშვილმა ჩემი სახელი ისეთი სახელების გვერდით ახსენა, რომ თავი შეიძლება წარმოიდგინო კედელზე დასაკიდებლად გამზადებულ სურათად, მაგრამ სანამ კედლამდე მივაღწევ ბევრი მუშაობა გველის ერთად", - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ: აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რატომ გახდა ზურაბ ჟვანიას სურათი დასაკიდებელი - ზაქარია ქუცნაშვილი