loader

"თელასის" ყოფილმა თანამშრომელმა ზურაბ არსოშვილს პროკურატურაში უჩივლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თელასის" ყოფილმა თანამშრომელმა ზურაბ არსოშვილს პროკურატურაში უჩივლა

"თელასიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ნინო ტივაძემ კომპანიის კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

როგორც ნინო ტივაძე აცხადებს, ზურაბ არსოშვილმა "თელასის" თანამშრომლებს ცილი დასწამა და კორუმპირებულობა დააბრალა.

"პარასკევს ზურაბ არსოშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ 125 ადამიანი ვყოფილვართ კორუმპირებული. მოვითხოვთ, პროკურატურამ გაარკვიოს ამ სიტყვების მართებულობა, ან არსოშვილმა აგოს პასუხი", - განაცხადა ნინო ტივაძემ.

მთავარ პროკურატურასთან დღეს ნინო ტივაძესთან ერთად "თელასიდან" გათავისუფლებული სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა განცხადებას ხელი მხოლოდ ნინო ტივაძემ მოაწერა.

"თელასის" ყოფილი თანამშრომლები უკვე რამდენიმე დღეა, მოითხოვენ მათი გათავისუფლების მიზეზების დადგენას და სამსახურში აღდგენას. როგორც ისინი აცხადებენ, ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ ორი თვის განმავლობაში თელასიდან 125 ადამიანი გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად სამსახურში პოლიციელები დანიშნეს.