loader

ხმაურიანი აქცია "თელასის" ოფისთან ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაურიანი აქცია "თელასის" ოფისთან ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით

"თელასის" კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს შვებულებაში გაშვების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ "თელასის" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თხოვნით არსოშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიმართა, რაზეც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მანუკიანს შეახსენა, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, ანაზღაურებად შვებულებაში გასვლა მუშაკს 11-თვიანი მუშაობის შემდეგ შეუძლია.

მანუკიანმა პეტრიაშვილს უპასუხა, რომ გენერალურ დირექტორს თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება აქვს.

ამასთან, მომიტინგეებთან შეხვედრისას აშოტ მანუკიანმა მათ განუცხადა, რომ ძველი პრემიალური სისტემა აღდგება. მისივე თქმით, გადაიხედება ხელფასების საკითხიც, ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება.

აქციის მონაწილეები მანუკიანის განცხადებებით კმაყოფილები არ არიან და მათ მთავარ მოთხოვნად არსოშვილის გადადგომა რჩება.