loader

დევნილთა აქციის მონაწილეებმა ლელა გულედანის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მოითხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილთა აქციის მონაწილეებმა ლელა გულედანის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მოითხოვეს

კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე აფხაზეთიდან დევნილები ლელა გულედანის განსახლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვენ.

მათი თქმით, გულედანი თავად ლტოლვილია და შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რაც ლტოლვილებს აწუხებთ, ძალიან კარგად იცის და მისთვის ნაცნობია. ლტოლვილები ასევე სახელმწიფოსგან მოითხოვენ, სასწრაფოდ მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, რადგან 20 წელია, კარდაკარ სიარული უწევთ და სხვის ბინაში ცხოვრობენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და გულედანი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე არ დაინიშნება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ავტორი: ლექსო დუჩიძე