loader

თვითმკვლელმა მძღოლმა ოსეთ-ინგუშეთის სასაზღვრო პუნქტი ააფეთქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკვლელმა მძღოლმა ოსეთ-ინგუშეთის სასაზღვრო პუნქტი ააფეთქა

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ჩრდილოეთ ოსეთში საგზაო-საპატრულო სამსახურის საგუშაგოზე მომხდარი აფეთქებისას. ჩერმენის საგუშაგოზე, ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სამართალდამცავებმა შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს. საბუთების შემოწმებისას მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. 300 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტის სიმძლავრის აფეთქებამ საგუშაგოს შენობა მიწასთან გაასწორა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, თვითმკვლელი მძღოლის სამიზნე, შესაძლოა, არა პოლიციის ბლოკ-პოსტი, არამედ ვლადიკავკაზი იყო.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუს სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ტერაქტები გახშირდეს, განსაკუთრებით, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში.