loader

ბიზნესმენი ადეიშვილსა და ზოდელავას საპროცესო შეთანხმების იძულებით გაფორმებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიზნესმენი ადეიშვილსა და ზოდელავას საპროცესო შეთანხმების იძულებით გაფორმებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი ვაჟა გორელი მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს საპროცესო შეთანხმების ძალდატანებით გაფორმებაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის განმარტებით, მას ჩინეთის "აგრობანკიდან" 3 მლნ 600 ათასი დოლარი უნდა მიეღო, რათა უკრაინიდან ქვანახშირი შეესყიდა და შემდგომ ჩინელი პარტნიორებისთვის მიეწოდებინა.

"ყოველივე ეს ცნობილი გახდა პროკურატურისთვის. მათ იფიქრეს, რომ თანხა უკვე მიღებული მქონდა და გადაწყვიტეს ჩემი დაპატიმრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით და თანხის წართმევა. საქმის გამოძიებისას დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა ჩინეთიდან არ მქონდა მიღებული და მას მხოლოდ დოკუმენტური აკრედიტივის, ანუ ქვანახშირის რეალური მიწოდების შემდგომ მივიღებდი. ჩემს ქმედებებში არ იყო დანაშაულის ნიშნები, მაგრამ საქმის გამოძიება დაწყებული იყო. გადაწყდა, რომ რაღაც საბაბით მაინც პასუხისგებაში მიცემული ვყოფილიყავი", - აღნიშნა გორელმა.

ბიზნესმენ ვაჟა გორელს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდება 2011 წლის მარტში წაუყენეს. გორელის თქმით, იგი ბრალდების წაყენების შემდეგ დანაშაულს არ აღიარებდა და პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზეც უარს ამბობდა, თუმცა მისი თქმით, გამოძიება ოჯახის ფიზიკური განადგურებით დაემუქრა, რის გამოც მან 5 ათას ლარად საპროცესო შეთანხმება გააფორმა და უსაფრთხოების მიზნით ოჯახი რუსეთში გადაიყვანა.