loader

ქუთაისის პარლამენტში "გაწვიმდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის პარლამენტში "გაწვიმდა"

ქუთაისში ღამით მოსული წვიმის დროს პარლამენტის შენობაში წყალი ჩავიდა. როგორც "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი იუწყება, შენობაში წყალი ათეულობით ადგილზეა ჩასული.

დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი პარლამენტის შენობას ასუფთავებს. როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, შენობაში ყოველ გაწვიმებაზე ასეთი ამბავია.

პარლამენტში წყალი დაახლოებით ათი დღის წინაც ჩავიდა. იქიდან მოყოლებული, თითქმის ყოველდღე შუშის სახურავის შეკეთება მიმდინარეობს.

ალპინისტებისგან შემდგარი ჯგუფი სახურავს ყოველდღიურად წებოს გამოყენებით არემონტებს.

ავტორები: ლელა ბაღდავაძე, ნათია ინაური