loader

გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისი იძლევა იმის საშუალებას, რომ ველოსიპედით იაროს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა ყოფილმა გარემოს დაცვის მინისტრმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა.

"სადაც კი ამის საშუალებაა, ველოსიპედით სიარულზე უარს არასოდეს ვამბობ. გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ველოსიპედით სამინისტროში დავდივარ. ეს ასე არ არის. ის ფოტოები, რაც მას აჩვენეს, დაჯილდოების ცერემონიალს ასახავს, რომლის დროსაც ველოსიპედი იყო ერთ-ერთი პრიზი და სამინისტროში გადავეცით", - აღნიშნა ხაჩიძემ.

ამასთან, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში პარლამენტში არა მხოლოდ თვითონ, არამედ პარლამენტის უამრავი წევრი მივა ველოსიპედით.

იხილეთ:

- "მესამე ანეკდოტიც დაგვიტოვეთ, ბატონო ბიძინა" - გოგა ხაჩიძე პარლამენტის სხდომაზე