loader

როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურაში სარჩელი შევა. ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ზუგდიდის ყოფილი საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმე უფლებამოსილების გადაჭარბებისა და მისი ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძვრება. ამავე მუხლით სარჩელი ზუგდიდის საოლქო პროკურატურის პროკურორის, რომეო საჯაიას და ზუგდიდის მოსამართლის, დავით კეკენაძის წინააღმდეგაც შევა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ განმარტა, საუბარია ზუგდიდის ცენტრში მდებარე უნივერმაღის - "ენგურის" საქმეზე, რომელიც კანონიერ მფლობელებს როლანდ ახალაიას პირადი დაინტერესების გამო ჩამოერთვათ. გარდა ამისა, საქმესთან კავშირში მყოფი სამი ადამიანი უსამართლოდ გამოტანილი განაჩენების გამო ძებნაში იმყოფება.

რაც შეეხება უნივერმაღ "ენგურს", ადვოკატის თქმით, ეს ობიექტი დღემდე არ არის გაფორმებული კანონიერ მფლობელებზე - ხათუნა კაკაჩიასა და დავით როგავაზე. მისი თქმით, ქონება კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.