loader

შოკისმომგვრელი ფაქტი თურქეთში - ქალმა ბავშვი ქუჩაში სეირნობისას გააჩინა და მიატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი ფაქტი თურქეთში - ქალმა ბავშვი ქუჩაში სეირნობისას გააჩინა და მიატოვა

თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ შოკისმომგვრელი ფაქტი დააფიქსირა. ვიდეოში ნაჩვენებია სამი ადამიანი, რომლებიც ქუჩაში მიდიან. მოულოდნელად სიარულის დროს ერთ-ერთ მათგანს რაღაც დაუვარდა. სამივე მათგანი შემობრუნდა, თუმცა არც ერთს რეაქცია არ ჰქონია და გზა გააგრძელეს. ცოტა ხანში ქუჩაში სხვა გამვლელები ჩნდებიან, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ ტროტუარზე ახალშობილია მიტოვებული. გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანილ ახალშობილს ჭიპლარი ტანზე ჰქონდა შემოხვეული. მას დახმარება დროულად აღმოუჩინეს. პატარა გადარჩა.

ბავშვის დედა, რომელიც არასრულწლოვანი აღმოჩნდა, მშობლებთან ერთად სეირნობდა ქუჩაში და სწორედ მაშინ "შემთხვევით" იმშობიარა. პოლიციაში დაკითხვაზე მყოფმა კი განაცხადა: "ვიგრძენი, რომ რაღაც დამივარდა. მეგონა, სისხლის შენადედი იყო. არ ვიცოდი, რომ ბავშვი იყო". გოგონა არასრულწლოვანია და მშობლებმა მისი ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ.