loader

სააკაშვილი, ბარამიძე, მერაბიშვილი, ადეიშვილი - გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი, ბარამიძე, მერაბიშვილი, ადეიშვილი - გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებს ასახელებს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა, - ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს.

"ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იყო აბსოლუტური ტყუილი და საპირისპიროს მეტყველებს ის მტკიცებულებები, რაც არსებობს. ზურას თანაგუნდელები, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე დღემდე ამბობენ, რომ დარწმუნებულნი არიან ზურას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სინამდვილეში. არც ბარამიძეს და არც მაჭავარიანს არ ჰქონიათ სურვილი, როცა შეკითხვები დავსვი, მოსულიყვნენ და დაინტერესებულიყვნენ, საიდან გამიჩნდა ეს კითხვები. ისინი ყოველთვის იყვნენ რუპორები და აკეთებდნენ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა – ხელისუფლებას კი სურდა სიმართლის მიჩქმალვა", - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან "ის უშუალოდ მონაწილეობდა სუფრის სცენის ინსცენირებაში".

მისივე თქმით, ვერსიის დონეზე იცის იმ ადამიანის ვინაობაც, რომელმაც ხათუნა ხოფერიას უთხრა – "ამ ხელებით დავახრჩე ზურაბ ჟვანია" და ამ ვერსიას შესაბამის ორგანოებს გააცნობს.