loader

ნინო ბურჯანაძე ახალი ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ბურჯანაძე ახალი ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ახალი ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს. ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ გააცნო.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამა ემთხვევა "დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამასა და ხედვას და მათთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამის რეალიზება და პოლიტიკურად მისაღებია მისი მხარდაჭერა.

მისივე თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" აუცილებლობის შემთხვევაში დააფიქსირებს პოზიციას ქვეყნისთვის პრინციპულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბურჯანაძის თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" გადადის საკუთარი პარტიული სტრუქტურების, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების რეფორმირებისა და გაძლიერების რეჟიმში.