loader

სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტია - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტია - ირაკლი ალასანია

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში დაახლოებით 113 მილიონი ლარის დეფიციტია, - ამის შესახებ განცხადება ახლად დანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მას სამინისტროში მემკვიდრეობით დახვდა გარკვეული პრობლემური საკითხები და პირველ რიგში ეს ბიუჯეტს ეხება.

მინისტრის თქმით, არსებული საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის საკითხზე მის სამუშაო ჯგუფში უკვე არსებობს მოსაზრებები და ამ გეგმებს ის ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გააცნობს.

ამასთან, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში თავდაცვის სფეროში ბევრი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის რიგი იყო წარმატებული, რიგი წარუმატებელი. მისი მიზანი კი ის იქნება, რომ სამომავლო საქმიანობა მთლიანად წარმატებაზე იყოს დაფუძნებული.

იხილეთ: "მშვიდობის დასაცავად მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში" - ალასანია თავდაცვაში