loader

"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს

"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები მათი საქმეების გადაცემას მთავარი პროკურატურისთვის ან პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტისთვის ითხოვენ. ამ მოთხოვნით დაზარალებულებმა ქალაქის მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

ერთ-ერთი დაზარალებულისა და ადვოკატის, მარინა კორძაძის განცხადებით, "ცენტრ პოინტის ჯგუფმა" კომპანია "დექსუსთან" ერთად შექმნა ფინანსური პირამიდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მერიის, საჯარო რეესტრის, ასევე კომერციული ბანკების და საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლები. მისი თქმით, ამ ელიტური კორუფციის მსხვერპლი გახდა 6 200 მენაშენე, რომლებსაც წლებია, ბინები დასრულებული სახით არ ჩაბარებიათ.

მარინა კორძაძის თქმით, ისინი ითხოვენ დამნაშავეთა დასჯას, ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, მთავარმა პროკურატურამ საქმეების გადაბარების დროს ქალაქის პროკურატურას გადასცა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა საქმე.

აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.