loader

მთავრობის სხდომაზე პირველ საკითხად დაწესებულებებში დევნილთა შეჭრის საკითხი განიხილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის სხდომაზე პირველ საკითხად დაწესებულებებში დევნილთა შეჭრის საკითხი განიხილეს

სახელმწიფო კანცელარიაში ახალი მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით, მინისტრთა კაბინეტმა პირველ საკითხად სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა შეჭრის საკითხი განიხილა და პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გეგმა სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის აღწერას და მათ მიერ სპეციალური კითხვარის შევსებას ითვალისწინებს.

ამასთან, განიხილეს კახეთში სტიქიით დაზარალებულების კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები და მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს განახლების საკითხი, რადგან ამ საბჭოში მთავრობის წევრები შედიოდნენ და მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით დღის წესრიგში ამ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები დადგა.