loader

ირაკლი ალასანიამ სამი მოადგილე წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ სამი მოადგილე წარადგინა

თავდაცვის მინისტრმა თავისი მოადგილეები წარადგინა. ირაკლი ალასანიამ სამი მოადგილის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: ირაკლი გეგეჭკორი, ალექსანდრე ბურჭულაძე და ლევან დოლიძე. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა მათი კანდიდატურები უკვე დაამტკიცა.

ამასთან, ლევან დოლიძე პირველ მოადგილედ დაინიშნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება;

ალექსანდრე ბურჭულაძე ფინანსურ საკითხებს გაუწევს კურირებას, ხოლო ირაკლი გეგეჭკორი კი - უსაფრთხოების საკითხებს.

ირაკლი გეგეჭკორი 2008 წლიდან მუშაობდა დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსად; ალექსანდრე ბურჭულაძე - შპს "ჯორჯიან მენეჯმენტ კონსალტინგ გრუპის" მმართველ პარტნიორად; ლევან დოლიძე იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი.