loader

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დავით სინარიძე უხელმძღვანელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დავით სინარიძე უხელმძღვანელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დავით სინარიძე უხელმძღვანელებს. სინარიძე თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. მინისტრის თქმით, ცინარიძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პატრულის შექმნაში. ღარიბაშვილმა წარდგენისთანავე პირველი დავალება მისცა პოლიციის ახალ ხელმძღვანელს და მთელ საპატრულო დეპარტამენტს.

"დღეს ყველაფერი უნდა ჩადგეს წესრიგში და პატრულმა უნდა განაგრძოს ქვეყნის სამსახურში ეფექტური მუშაობა. არ უნდა დავუშვათ, რაიმე ტიპის გართულებას ჰქონდეს ადგილი. თქვენ გაქვთ და ყოველთვის გექნებათ ჩემი პირადი თანადგომა და მხარდაჭერა. ესაა ჩემი მესიჯი თითოეული თანამშრომლისადმი" - აღნიშნა მინისტრმა.