loader

ბიზნესმენი ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიზნესმენი ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელ დავით კეზერაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, წარსულში მის საკუთრებაში არსებულ რესტორან "ორთაჭალის ბაღში" პრესკონფერენცია გამართა.

კვარაცხელიას თქმით, ხელისუფლებამ მისი ბიზნესის მიმართ ძალადობის განხორციელება დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ზურგს ამოფარებული ებრაელი ბიზნესმენის, სასონ ჰოკის მეშვეობით განახორციელა. მისი თქმით, ორთაჭალაში მდებარე ხუთსართულიანი კულტურისა და ბიზნესის ცენტრით დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი პირადად დაინტერესდნენ, ხოლო ებრაელმა ბიზნესმენმა სასონ ჰოკმა კვარაცხელიას მშენებლობისა და ბიზნესის დასამთავრებლად 1 300 000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გაუხსნა, რომელსაც ტრანშის სახით გასცემდა.

კვარაცხელიას თქმით, სასონ ჰოკმა მეორე ტრანშის გაცემისას მის სახელზე არსებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გადაფორმება მოსთხოვა. იგივე პირობა წაუყენა ებრაელმა ბიზნესმენმა კვარაცხელიას მესამე ტრანშის გაცემის დროსაც და რესტორნის გადაფორმება მოსთხოვა.

ამასთან, "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ებრაელ ბიზნესმენს ამოფარებულმა საქართველოს მაღალჩინოსნებმა სამი წლის მანძილზე კვარაცხელიას იძულებით გადააფორმებინეს მის სახელზე არსებული 1 400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით და ამჟამად სასონ ჰოკს იპოთეკით დატვირთული 10 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე კომპლექსი იძულებით აუქციონზე გააქვს.