loader

"მასმედიის სახლი" გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის ჟურნალისტებისთვის დაბრუნებას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მასმედიის სახლი" გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის ჟურნალისტებისთვის დაბრუნებას მოითხოვს

"მასმედიის სახლი" გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის ჟურნალისტებისთვის დაბრუნებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსის" ოფისში "მასმედიის სახლის" წარმომადგენლებმა და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

მათი შეფასებით, 2007 წლის 10 აგვისტოს გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში განთავსებული 100-მდე საინფორმაციო საშუალების მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა.

"პოლიციისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა სასამართლოს სანქციისა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს "სამშობლოს" შენობაში განთავსებული რედაქციების კუთვნილი ქონების, სარედაქციო არქივის, აპარატურის გარეთ გამოყრა და სამუშაო ოთახების დაცლა. ღია ცის ქვეშ დარჩა რამდენიმე ათეული ჟურნალ-გაზეთის რედაქცია, რომელთაგან ძალიან ბევრის გამოცემა შეწყდა. ეს ვანდალური ფაქტი სიტყვის თავისუფლებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად იქნა შეფასებული", - აღნიშნა "მასმედიის სახლის" თავმჯდომარემ ლამარა გიორგაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა გამომცემლების თხოვნა "სამშობლოს" პირდაპირი მიყიდვის წესით მათთვის გადაცემის თაობაზე და შენობა სამორინეების მფლობელ თემურ უგულავას პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა.

ამასთან, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, აღნიშნული შენობა "უგულავების კლანის საკუთრება გახდა". მისივე თქმით, იმისთვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ კონკურენტულ გარემოში იფუნქციონიროს, აუცილებელია, "სამშობლოს" შენობა ჟურნალისტებს დაუბრუნდეთ.