loader

"გავიმარჯვეთ ბიჭებო" - რუსთავის #16-ე საპატიმროს დირექტორის გადადგომას ოვაციებით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავიმარჯვეთ ბიჭებო" - რუსთავის #16-ე საპატიმროს დირექტორის გადადგომას ოვაციებით შეხვდნენ

მსჯავრდებულთა მშობლები გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსთავის ციხის დირექტორს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა, ოვაციებით შეხვდნენ. რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მყოფ პატიმრების მშობლებს რუსთავი-გარდაბნის ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მსჯავრდებულების მშობლებმა საავტომობილო გზა გაათავისუფლეს.

თუმცა, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებმა დაწესებულების იმ 22 თანამშრომლის გათავისუფლებაც მოითხოვეს, რომლებიც, როგორც პატიმრები აცხადებენ, მხილებულები არიან მათ მიერ პატიმრების ცემაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ღირსების შელახვაში.

ავტორი: ლექსო დუჩიძე