loader

"ქრისტიან-დემოკრატები" რიყეზე მშენებლობების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქრისტიან-დემოკრატები" რიყეზე მშენებლობების წინააღმდეგ

"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" რიყეზე მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს რიყეზე მშენებლობები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც მშენებლობებისთვის არის განკუთვნილი, თბილისელებს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს მოახმაროს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, რიყეზე მიმდინარე მშენებლობების გამო წელს თბილისი ვერ მოხვდა "იუნესკოს" დაცული ქალაქების სიაში.

მისივე თქმით, რიყეზე მშენებარე მუსიკალური ცენტრი, საბაგიროს სადგური და სამორინე "შანგრილა" ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამახინჯებს ძველი თბილისის იერსახეს.