loader

"ტფილისის ჰამქრის" აქცია "გუდიაშვილობა" თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტფილისის ჰამქრის" აქცია "გუდიაშვილობა" თბილისში

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარმა" გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად აქცია "გუდიაშვილობა" გამართა.

გუდიაშვილის მოედანზე ხელოვანებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს, ხოლო მუსიკოსები ტამტამებზე უკრავდნენ. ღონისძიებას პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

პარლამენტარ თინა ხიდაშელის განცხადებით, ის ხელისუფლებაში მოსვლამდეც აპროტესტებდა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე ნგრევისა და ახალი შენობების აგების პროცესს და ახლაც იგივე აზრზე რჩება.

"ტფილისის ჰამქარის" უსტაბაშის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გუდიაშვილის მოედანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე ზრუნვა კულტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს და არა თბილისი მერიამ.

სახალხო დამცველობის კანდიდატის, თამარ გურჩიანის განცხადებით კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ უნდა დაინგრეს და მათი ავთენტურობა უნდა შენარჩუნდეს.