loader

რა შემთხვევაში შეიძლება შეეცვალოს პატიმარს მისჯილი უვადო პატიმრობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში შეიძლება შეეცვალოს პატიმარს მისჯილი უვადო პატიმრობა

პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ბოლომდე არ იყოს უვადო პატიმრობაში, თუ ის 15-25 წლის განმავლობაში გამოსწორდება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ”რუსთავი 2”-თან საუბრისას. წულუკიანმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოს არ აქვს მკაცრად და მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა.

მინისტრის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უვადო პატიმრის სასჯელი უნდა გადაიხედოს და ვადიან პატიმრობად გადაკეთდეს, მაგრამ პრინციპი უნდა იყოს ის, რომ გამოსწორების შემთხვევაში ადამიანს უვადო პატიმრობა ვადიანით შეეცვლება.